ანჩელოტიმ პსჟ-ში დაბრუნება არ გამორიცხა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანჩელოტიმ პსჟ-ში დაბრუნება არ გამორიცხა


ანჩელოტიმ პსჟ-ში დაბრუნება არ გამორიცხა

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, "პარი სენ ჟერმენში" დაბრუნება არ გამორიცხა.

"პარი სენ ჟერმენში" დაბრუნება? ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ ახლა მიუნხენის "ბაიერნში" ბედნიერი ვარ.

როდესაც გერმანული გრანდი ჩემით დაიღლება, მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებ მომავალ კლუბზე. ამ ამპლუაში საკუთარ თავს კიდევ 10-15 წლის განმავლობაში ვხედავ", - განაცხადა 58 წლის იტალიელმა.

პაპა კარლო პარიზულ კლუბს 2011-13 წლებში ავარჯიშებდა და 2012/13 წლების სეზონში "პსჟ-ს" საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატი 19 წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა.

ანჩელოტიმ "ბაიერნი" 2016 წლის ზაფხულში ჩაიბარა და მისი კონტრაქტი 2019 წლამდეა გათვლილი.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნიპსჟ კარლო ანჩელოტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები