ჰარი კეინის სასწაული სტატისტიკა - მეტი გოლი, ვიდრე მატჩი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰარი კეინის სასწაული სტატისტიკა - მეტი გოლი, ვიდრე მატჩი


ჰარი კეინის სასწაული სტატისტიკა - მეტი გოლი, ვიდრე მატჩი

ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ტოტენჰემი" "აპოელს" ესტუმრა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი ჰარი კეინმა გაიტანა.

Opta საინტერესო მონაცემებს აქვეყნებს.

1. 2017 წელს ჰარი კეინმა 30 შეხვედრა ჩაატარა და 34 გოლის გატანა შეძლო (ყველა საკლუბო ტურნირზე).

2. ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგაზე, ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა. ერთადერთი ინგლისელი, რომელიც მასზე წინ არის სტივენ ჯერარდია. "ლივერპულელს" ზედიზედ 5 მატჩში ჰქონდა გატანილი.

3. 2017 წელს ჰარი კეინმა მეექვსე ჰეთ-თრიკი შეასრულა.

4. ჰარი კეინი ჩემპიონთა ლიგის, სეზონის ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა - 5 გოლით.

5. "ტოტენჰემმა" მიმდინარე სეზონში, ლიგაზე 2 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მათ კარში ზუსტად 8-ჯერ დაარტყეს, საიდანაც 6 გაიტანეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები