ზიდანი: "დორტმუნდის ძლიერი მხარე შესანიშნავად გავანეიტრალეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანი: "დორტმუნდის ძლიერი მხარე შესანიშნავად გავანეიტრალეთ"


ზიდანი:
ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"რეალი" სტუმრად "დორტმუნდს" შეხვდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

"ამ შეხვედრამდე "დორტმუნდის" საკმაოდ ბევრი მატჩი ვნახეთ.

გერმანელები თამაშობენ ფეხბურთს იმ სტილით, რომელიც ბურთის სრულ კონტროლს ითვალისწინებს. "დორტმუნდს" მატჩის მიმდინარეობის დროს ხშირად უჭირავს ბურთი და ამ ტაქტიკას ჩვენ შესანიშნავად დავუპირისპირდით. მათი ძლიერი მხარეები ვიცოდით.

ეს არ იყო უბრალო მატჩი, აქ "რეალს" არასდროს არ ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული.

ეს იყო გუნდი, რომელსაც ნებისმიერ წუთს შეეძლო ხიფათის შექმნა, თუმცა საბოლოოდ მაინც მოვიგეთ.

ბეილი? მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. გარეტისთვის ეს იოლი პერიოდი არ იყო.

სეზონი? ვფიქრობ, რომ საკმაოდ რთული სეზონი იქნება და ჯერ დასრულებამდე დიდი დროა დარჩენილი. ახლა შეგვიძლია იმ გამარჯვებით ვისიამოვნოთ, რომელიც ამაღამ მოვიპოვეთ", - განაცხადა ზიდანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები