რონალდუ: "აუცილებელია დავამტკიცო, თუ ვინ ვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუ: "აუცილებელია დავამტკიცო, თუ ვინ ვარ"


რონალდუ:

კრიშტიანუ რონალდუმ "დორტმუნდთან" შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მან ყველა შეხვედრაში უნდა დაამტკიცოს, თუ ვინ არის.

პორტუგალიელის გარეშე, "სამეფო კლუბმა" რამდენიმე შეხვედრა ვერ მოიგო და კრიშტიანუ ფიქრობს, რომ ეს სწორედ იმის ბრალია, რომ თვითონ არ თამაშობდა, ან სხვა შეხვედრებში იმის ბრალია, რომ თვითონ ვერ ითამაშა კარგად.

როდესაც მას ამ ფაქტზე ჰკითხეს, ასე უპასუხა:

"ისე ჩანს თითქოს, აუცილებელია, რომ მე დავამტკიცო ყველა შეხვედრაში, თუ ვინ ვარ.

გაკვირვებული ვარ იმით, თუ რას ფიქრობს პუბლიკა ჩემზე. მე პროფესიონალი ვარ და ყოველთვის სუფთა გონება მაქვს. კრიტიკას რაც შეეხება, უფრო და უფრო უარესი ხდება.

შეხვედრის წინ, ჩვენ ვლაპარაკობდით, თუ რაოდენ გვინდოდა "დორტმუნდის" დამარცხება. ფეხბურთელებმა გავაკეთეთ ის, რაც მწვრთნელმა დაგვავალა. გუნდი ფენომენალურად გამოიყურებოდა, ქმნიდა მომენტებს და ბოლოს უნდა ითქვას, რომ ამ სტადიონზე სამი გოლის გატანა იოლი არ არის", - განაცხადა რონალდუმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები