რონალდუ ტრანსფერზე: "მედიისთვის არ ვცხოვრობ, ხალხი ჩემზე ლაპარაკობს და ამიტომ წერენ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუ ტრანსფერზე: "მედიისთვის არ ვცხოვრობ, ხალხი ჩემზე ლაპარაკობს და ამიტომ წერენ"


რონალდუ ტრანსფერზე:

მადრიდის "რეალის" ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ მის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

ისკომ და ასენსიომ ახლახან კლუბთან კონტრაქტები გაახანგრძლივეს. კრიშტიანუს ხელშეკრულება 2021 წელს იწურება, თუმცა პრესა ამაზე უკვე საუბრობს.

"კარგი შეკითხვაა, თუმცა ვიტყვი, რომ მსგავსი რამ სპონტანურად ხდება. უკეთესია კონტრაქტის თაობაზე ფლორენტინო პერესს დაელაპარაკოთ.

ბედნიერი ვარ და სიამოვნებას ვიღებ იმით, რასაც ვაკეთებ.

პუბლიკა ხშრად საუბრობს ტრანსფერის თემაზე და არ შემიძლია ყველაფერს ვუპასუხო, მე ოჯახისთვის და ფეხბურთისთვის ვცხოვრობ და არა მედიისთვის.

სატრანსფერო თემები გამუდმებით იწყება პორტუგალიაში, ესპანეთში ან სულაც გერმანიაში. რატომ? იმიტომ რომ, როდესაც დიდ საქმეში ხარ, ხალხი შენზე ლაპარაკობს", - რონალდუმ იგულისხმა, რომ მედია მის ტრანსფერზე წერს, რადგან რეიტინგი გაიკეთონ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები