რეალის 5-წლიანი დაუმარცხებელი სერია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რეალის 5-წლიანი დაუმარცხებელი სერია


რეალის 5-წლიანი დაუმარცხებელი სერია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში "დორტმუნდმა" "რეალი" მიიღო და 1:3 დამარცხდა.

ამრიგად, "სამეფო კლუბის" დაუმარცხებელი სერია გრძელდება.

ბოლოს, "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 5 წლის წინ დამარცხდა. ამ ხნის განმალობაში კლუბმა 29 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 22 მოიგო, 7 კი ფრედ დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს სწორედ "დორტმუნდი" იყო ის ბოლო გუნდი, რომელმაც "რეალი" ჯგუფში დაამარცხა.

მაშინ, "სიგნალ იდუნა პარკზე" "ლოს ბლანკოსი" 2:1 დამარცხდა. გოლები რონალდუმ, შმელცერმა და ლევანდოვსკიმ გაიტანეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები