ხავი: "მესი არგენტინის ნაკრებში თამაშით ბედნიერი არ იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხავი: "მესი არგენტინის ნაკრებში თამაშით ბედნიერი არ იყო"


ხავი:

ხავი ამბობს, რომ ლიონელ მესი სანაკრებო პაუზის დროს ბედნიერი არ იყო და მას არგენტინის ნაკრებში თამაში დიდად არ სიამოვნებდა.

ბოლო წლებში სამხრეთ ამერიკელები არა ერთ სანაკრებო ტურნირის ფინალში გავიდნენ, თუმცა ყველგან დამარცხდნენ.

"არგენტინას არ აქვს ის იღბალი, რაც ტიტულის მოპოვებისთვის არის საჭირო. ვფიქრობ, რომ ეს ნაკრები უფრო ერთიანი უნდა იყოს იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი მოიგოს.

მახსოვს, როდესაც "ბარსელონაში" ვთამაშობდი, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მესი და მასკერანო ეროვნულ ნაკრებში ბედნიერები არ იყვნენ", - ამბობს ხავი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები