"ვინ შეასრულებს თერთმეტმეტრიანებს?" - უნაი ემერიმ ნეიმარსა და კავანიზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ვინ შეასრულებს თერთმეტმეტრიანებს?" - უნაი ემერიმ ნეიმარსა და კავანიზე ისაუბრა



თერთმეტმეტრიანის თემაზე უნაი ემერიმ "ბაიერნთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

კავანისა და ნეიმარს პენალტის შესრულებაზე შელაპარკება მოუვიდათ, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"ამ თემასთან დაკავშირებით ორივე ფეხბურთელს ვესაუბრე და უკვე გადაწყვეტილია, რა როგორ იქნება შემდეგი თერთმეტმეტრიანის შესრულების დროს.

"პარი სენ ჟერმენში" ბევრი მოთამაშეა, რომელსაც პენალტის შესრულება სურს.

მე პირადად მსურს, რომ კავანიმ და ნეიმარმა ეს საქმე თანაბრად გაიყონ. გუნდი საკმაოდ ბევრ თერთმეტმეტრიანს იღებს, ასე რომ ორივეს ექნება შესაძლებლობა", - განაცხადა ემერიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები