ჩემპიონთა ლიგის პრევიუ: სიმეონე კონტეს წინააღმდეგ და დღის სხვა მატჩები » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩემპიონთა ლიგის პრევიუ: სიმეონე კონტეს წინააღმდეგ და დღის სხვა მატჩები


ჩემპიონთა ლიგის პრევიუ: სიმეონე კონტეს წინააღმდეგ და დღის სხვა მატჩები

საფეხბურთო საიტი Goal.Ge გთავაზობთ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩების პრევიუს. გუშინ ბევრი საინტერესო მატჩი გაიმართა და რამდენიმე სენსაციაც დაფიქსირდა. მერსისაიდულმა "ლივერპულმა" სტუმრად მოსკოვის "სპარტაკის" დამარცხება ვერ მოახერხა, ხოლო "მონაკომ" საკუთარ მოედანზე "პორტუსთან" გამანადგურებელი ანგარიშით წააგო.

დღეს არანაკლებ საინტერესო მატჩები გაიმართება, ასე რომ, გთავაზობთ ყველა ამ მატჩის პრევიუს:

A ჯგუფი

პირველი ტურის შემდეგ ამ ჯგუფში საინტერესო სიტუაციაა. "არმიელებმა" ყველასთვის მოულოდნელად "ბენფიკას" დამარცხება სტუმრად მოახერხეს და ჯგუფში მეორე ადგილამდე გადაინაცვლეს. დღეს მოსკოველები თავიანთ მოედანზე ჯგუფის უდავო ფავორიტებთან "მანჩესტერ იუნაიტედთან" ითამაშებენ. "ცსკა"-სა და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის სულ 4 მატჩია გამართული, საიდანაც 2-ჯერ გამარჯვების მოპოვება "იუნაიტედმა" მოახერხა, ხოლო ორჯერაც მატჩი ფრედ დასრულდა.

რაც შეეხება "ბენფიკას", პორტუგალიელებს პირველ ტურში მოულოდნელი მარცხის შემდეგ, უდავოდ სჭირდებათ გამარჯვება. დღეს "ბაზელთან" შეხვედრაში ისინი ფავორიტები იქნებიან, თუმცა შვეიცარიაში გამართული შეხვედრა არც ერთი გუნდისთვის არ იქნება ადვილი.

B ჯგუფი

დღეს ერთმანეთს ჯგუფის უდავო აუტსაიდერები და ფავორიტები დაუპირისპირდებიან. "ანდერლეხტი" საკუთარ მოედანზე "სელტიკს" მიიღებს. ეს გუნდები ჯგუფში ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძოლებენ, ასე რომ, მათთვის ამ მატჩს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება.

რაც შეეხება "პსჟ"-ას და "ბაიერნს" შორის გასამართ შეხვედრას, ეს უდავოდ ტურის ყველაზე გამორჩეული მატჩია. საფრანგეთის ჩემპიონები ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებიან და შიდა ჩემპიონატში  მშვენივრად ასპარეზობენ. "მონპელიესთან" გამართულ შეხვედრაში გუნდის რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დაისვენა, ასე რომ, დღეს "პსჟ"-ს ვარსკვლავები ოპტიმალურ ფორმაში იქნებიან.

"ბაიერნმა" პირველ შეხვედრაში "ანდერლეხტის" დამარცხება 3:0 მოახერხა. კარლო ანჩელოტის შეგირდები იდეალურ ფორმაში ნამდვილად ვერ იმყოფებიან, თუმცა როცა მათ თამაში მიჰყავთ, ნებისმიერ შეხვედრაში ნებისმიერი მეტოქის განადგურება შეუძლიათ.

C ჯგუფი

აზერბაიჯანელები თავიანთ მოედანზე იტალიურ "რომას" დაუპირისპირდებიან. პირველ შეხვედრაში "ყარაბახმა" ლონდონის "ჩელსისთან' გამანადგურებელი ანგარიშით წააგო. აზერბაიჯანელები ჯგუფის უდავო აუტსაიდერები არიან, ასე რომ, ისინი ჯგუფში გამართულ ყველა შეხვედრაში აუტსაიდერები იქნებიან.

"ატლეტიკოსთვის" "ჩელსისთან" მატჩი სატურნირო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. პირვლე შეხვედრაში "ატლეტიკომ" "რომასთან" გამართულ შეხვედრაში ნულოვანი ფრე დააფიქსირა, ასე რომ, დღეს მადრიდელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ თავიანთ მოედანზე ლონდონის "ჩელსის" დამარცხება მოახერხონ.

ურთიერთშეხვედრებში "ატლეტიკოს" აქვს უპირატესობა. ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 4 მატჩიდან "ატლეტიკომ" 2-ჯერ მოიგო და 2 მატჩიც ფრედ დასრულდა.

D ჯგუფი

პირველ ტურში ჯგუფის ფავორიტები - "იუვენტუსი" და "ბარსელონა" ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ვალვერდეს გუნდმა ტურინელები საკმაოდ ადვილად, 3:0 დაამარცხეს. დღეს "ბებერი ქალბატონები" "ოლიმპიაკოსთან" ითამაშებენ და უდავო ფავორიტის სტატუსით ითამაშებენ. ტურინელებს ქულები წყალივით სჭირდებათ, ასე რომ, დღეს თუ რამე სასწაული არ მოხდა, "ბებერი ქალბატონი" დაგეგმილ სამ ქულას მოიპოვებს.

რაც შეეხება "ბარსელონას", კატალონიელები ლისაბონში, ადგილობრივი "სპორტინგის" წინააღმდეგ ითამაშებენ. პორტუგალიელებს საკმაოდ კარგი, შეტევაზე ორიენტირებული გუნდი ჰყავთ, თუმცა მრისხანე მეტოქის ფონზე ისინი უდავო აუტსაიდერები იქნებიან. ამ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ სულ ორჯერ აქვთ ნათამაშები და ორივეჯერ გამარჯვება "ბარსელონამ" მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები