რამოსმა დორტმუნდთან ხელით თამაშზე კომენტარი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რამოსმა დორტმუნდთან ხელით თამაშზე კომენტარი გააკეთა


რამოსმა დორტმუნდთან ხელით თამაშზე კომენტარი გააკეთა

"რეალის" მცველმა, სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "დორტმუნდთან" (3:1) მოგებული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ხასიათი გამოავლინა და დამაჯერებლად იმარჯვა.

გარდა ამისა, მადრიდელთა კაპიტანმა დაამატა, რომ ეპიზოდში, როცა მას ბურთი ხელში მოხვდა, ეს უნებლიედ მოხდა.

"ვიცოდით, რომ წლების შემდეგ ბოლოს და ბოლოს აქ მოვიგებდით. რთული იყო, თუმცა ხასიათი გამოვავლინეთ", - ციტირებს უეფას ოფიციალური საიტი რამოსის სიტყვებს.

"ჩვენი საუკეთესო თვისებების გამოვლენა გვინდა და ვფიქრობ, სწორ გზას ვადგავართ. ჩემპიონთა ლიგაზე დამაჯერებლად გამარჯვება საჭიროა, ასეც მოხდა".

"დიახ, ბურთი ხელში მომხვდა, თუმცა ეს ძალიან სწრაფად და აბსოლუტურად უნებლიედ მოხდა. ხელით თამაშს არ ვაპირებდი. პენალტის დანიშვნის საფუძველი არ იყო", - დასძინა სერხიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები