საბურთალო ბურსასთან სათამაშოდ ემზადება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საბურთალო ბურსასთან სათამაშოდ ემზადება


საბურთალო ბურსასთან სათამაშოდ ემზადება

ხვალ საბურთალოს ახალგაზრდული გუნდი თურქეთის ქალაქ ბურსაში უეფას ახალგაზრდული ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავს ბურსასპორთან.

გუნდი უკვე თურქეთშია _ რევაზ გოცირიძემ და გიორგი გეგუჩაძემ შეგირდები მსუბუქად დატვირთეს, ვარჯიშმა სულ 45 წუთს გასტანა.

შეგახსენებთ, რომ „ტიმშან არენაზე“ მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

გეტყვით იმასაც, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას საბურთალოს ახალგაზრდული გუნდი 18 ოქტომბერს გამართავს. პირველი ეტაპის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, საბურთალო მეორე წრეში ბორდაკსა და ჰაიფას მაკაბის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მეორე წრის მატჩები კი 1-22 ნოემბერს გაიმართება. ორივე ეტაპის დაძლევის შემთხვევაში კი გუნდები უეფას ახალგაზრდული ლიგის პლეიოფში ითამაშებენ, რომელიც 2018 წლის 6-7 თებერვალს აიღებს სტარტს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები