ანჩელოტი: "ბაიერნს პსჟ-სთან ერთი უპირატესობა აქვს - გამოცდილება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანჩელოტი: "ბაიერნს პსჟ-სთან ერთი უპირატესობა აქვს - გამოცდილება"


ანჩელოტი:

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტური ეგიდით "პსჟ"-სთან გასამართი შეხვედრის წინ აღნიშნა, რომ მის გუნდს მეტოქის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი უპირატესობა აქვს.

გარდა ამისა, იტალიელის თქმით, მიუნხენელებმა კარგი თამაში უნდა აჩვენონ.

"ბაიერნს" "პსჟ"-სთან ერთი უპირატესობა აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენ მეტი გამოცდილება გვაქვს", - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს TZ.

"გვინდა ყველა გაგებით კარგი თამაში ვაჩვენოთ", - დაამატა კარლომ.

"პსჟ" - "ბაიერნი" დღეს გაიმართება და სტარტს თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები