რეალს, ბარსელონას, მანჩესტერსა და ბაიერნს 2016 წელს ჟეზუსის 25 მლნ ევროდ ყიდვა შეეძლოთ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რეალს, ბარსელონას, მანჩესტერსა და ბაიერნს 2016 წელს ჟეზუსის 25 მლნ ევროდ ყიდვა შეეძლოთ


რეალს, ბარსელონას, მანჩესტერსა და ბაიერნს 2016 წელს ჟეზუსის 25 მლნ ევროდ ყიდვა შეეძლოთ

ცნობილი გახდა "მანჩესტერ სიტის" ფორვარდ გაბრიელ ჟეზუსის კონტრაქტის პირობები ყოფილ კლუბ "პალმეირასთან".

2016 წლის აგვისტოში "ქალაქელებმა" 20 წლის ბრაზილიელის 32 მილიონ ევროიანი ტრანსფერი შეათანხმეს, თუმცა ოფიციალურად გარიგება 2017 წლის იანვარში შედგა.

"პალმეირასსა" და ჟეზუსს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში იდო პუნქტი, რომლის თანახმადაც "ბარსელონას", "რეალს", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ბაიერნს" მისი დამატება 25 მილიონ ევროდ შეეძლოთ.

მიუხედავად ამისა, როგორც ხედავთ, არცერთმა ზემოთაღნიშნულმა ევროპულმა გრანდმა არ ისარგებლა ამ უფლებით.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები