ჰამშიკი: "ეს გამარჯვება მილიკს ეძღვნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰამშიკი: "ეს გამარჯვება მილიკს ეძღვნება"


ჰამშიკი:

"ნაპოლის" კაპიტანმა და ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მარეკ ჰამშიკმა, განაცხადა, რომ "ფეინოორდთან" მოპოვებული გამარჯვება ტრავმირებულ არკადიუშ მილიკს ეძღვნება.

"ნაპოლისთვის" "ფეინოორდთან" მატჩში გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან წინა ტურში "შახტართან" წავაგეთ. მიხარია, რომ წარმატებას მივაღწიეთ. "ნაპოლიმ" გამარჯვება დაიმსახურა.

ჩემი შეცვლა? არავის უყვარს, როდესაც ცვლიან, მაგრამ ეს მივიღე. სეზონი გრძელია, ამიტომ ძალების დაზოგვა მნიშვნელოვანია. მთავარი გამარჯვებაა, რომელიც საწყის 10 თამაშში ჩვენთვის უკვე მეცხრეა. კმაყოფილი ვარ.

ამ გამარჯვებას მილიკს ვუძღვნით, რომელმაც მუხლის ოპერაცია გაიკეთა", - აღნიშნა სლოვაკმა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ნეაპოლურმა კლუბმა "ფეინოორდი" შინ 3:1 დაამარცხა. რაც შეეხება მილიკს, პოლონელმა ფორვარდმა სერია ა-ს წინა ტურში მუხლის ჯვარედინა იოგები გაიწყვიტა და გუნდს 6 თვით გამოაკლდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები