შაჰინი: "ჯერ არაფერი დასრულებულა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შაჰინი: "ჯერ არაფერი დასრულებულა"


შაჰინი:

დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრალური ნახევარმცველი, ნური შაჰინი, მიიჩნევს, რომ მადრიდის "რეალთან" მარცხის შემდეგ "ყვითლებმა" თავი სილაში არ უნდა ჩაყონ.

"ამ საღამოს დიდებული დღე გვჭირდებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. თუმცა მიწაში თავის ჩასაყოფად მიზეზი არ გვაქვს. წინ კიდევ ოთხი მატჩია და ჯერ არაფერი დასრულებულა.

ჩვენი მიზანი იყო, რომ საკუთარი ფილოსოფიისთვის არ გვეღალატა და კარგად გვეთამაშა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი არ გამოგვივიდა", - განაცხადა თურქმა საყრდენმა.

დორტმუნდის "ბორუსიამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ორი მარცხით დაიწყო. გერმანული კლუბი ჯერ სტუმრად "ტოტენჰემთან", გუშინ კი შინ "რეალთან" ერთნაირი ანგარიშით 1:3 დამარცხდა, მაგრამ მომდევნო ტურებში აუტსაიდერ "აპოელს" დაუპირისპირდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
დორტმუნდის ბორუსია ნური შაჰინი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები