პეროტის თამაში ყარაბახთან საეჭვოა
თარიღი: სექტემბერი 27, 2017, 16:49
"რომას" შემტევმა ნახევარმცველმა, დიეგო პეროტიმ, შესაძლოა "ყარაბახთან" დღევანდელი მატჩი გამოტოვოს.
რომაული კლუბის არგენტინელმა ლეგიონერმა დაზიანება სერია ა-ს წინა ტურში, "უდინეზესთან" საშინაო თამაშში (3:1) მიიღო.
"რომა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს დღეს საღამოს, ჩვენი დროით 20:00 საათზე, აზერბაიჯანში ჩაატარებს.
იტალიურ კლუბს დღევანდელ შეხვედრაში მექსიკელი ცენტრალური მცველი, ექტორ მორენო, ვერ დაეხმარება, რომელმაც გასულ უქმეებზე მიიღო დაზიანება.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE