ალეგრი: "იუვენტუსის პრობლემა იგუაინი არ არის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალეგრი: "იუვენტუსის პრობლემა იგუაინი არ არის"


ალეგრი:

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, გონსალო იგუაინი დაიცვა და გაამხნევა.

"ჯერ კიდევ არ გადამიწყვიტავს თუ ვის ვათამაშებ შეტევაში "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ. იგუაინი ჩვენი პრობლემა ნამდვილად არ არის. პრობლემა ის უფრო იქნებოდა, გონსალო "იუვეს" რიგებში რომ არ ირიცხებოდეს.

საბედნიეროდ ტურინულ გრანდს დაძაბული გრაფიკი აქვს და ყოველ სამ დღეში თამაშობს, ამიტომაც როტაცია ბუნებრივია. ზოგიერთი მოთამაშე აუცილებლად მიიღებს დასვენებას", - განაცხადა ალეგრიმ.

არგენტინელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონი სუსტად დაიწყო და სერია ა-ს წინა ტურში, "ტორინოს" წინააღმდეგ (4:0), იგუაინი სათადარიგო სკამზე დარჩა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები