კასანო: "ფეხბურთს შევეშვი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კასანო: "ფეხბურთს შევეშვი"


კასანო:

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, სკანდალურმა ანტონიო კასანომ, კიდევ ერთხელ გაავრცელა, რომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

მადრიდის "რეალის", "მილანისა" და "ინტერის" ყოფილმა შემტევმა ამ ზაფხულს არაერთხელ განაცხადა, რომ კარიერა დაასრულა, მაგრამ ახალი კლუბის მოძებნა არ შეუწყვიტავს.

მიუხედავად მცდელობისა, ანტონიო არავის მოუნდა და როგორც ჩანს, კასანომ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება საბოლოოდ გადაწყვიტა.

"ფეხბურთს შევეშვი! შევეშვი!", - განაცხადა 35 წლის იტალიელმა ერთ-ერთ ტელეშოუში.
ასევე იხილეთ თემაზე:
ანტონიო კასანო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები