დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელმა, ექსტრავაგანტულმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, ახალი ავტომობილი შეიძინა.
მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის თამაში წინ გაბონელმა მოთამაშემ ინსტაგრამზე ახალი მანქანის ფოტოსურათი გამოაქვეყნა.
ობამეიანგმა ლამბორჯინ მურსიელაგო შეიძინა, რომლის ღირებულებაც 150 ათასი ევრო გახლავთ.
28 წლის აფრიკელმა მიმდინარე სეზონი შედეგიანად დაიწყო და ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 10 თამაშში 13 გოლის გატანა მოახერხა.