ზამერმა ბორუსია შეაქო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზამერმა ბორუსია შეაქო


ზამერმა ბორუსია შეაქო

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, მატიას ზამერმა, დორტმუნდის "ბორუსია" მიმდინარე სეზონის კარგად დაწყების გამო შეაქო.

"ობამეიანგის, დემბელესა და მთავარი მწვრთნელის თემებს ვერ დავივიწყებთ. თუმცა კლუბი ყველა ამ პრობლემას კარგად გაუმკლავდა, მშვიდი და გახსნილი მოქმედებების წყალობით.

ვფიქრობ, კლუბის გენერალური დირექტორი ვაცკე თავის პოსტს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს. გერმანული ფეხბურთი ამის წყალობით წინ მიიწევს. თუმცა "ბაიერნი" ამით ყოველთვის ბედნიერი ვერ იქნება.

"ბორუსია" საოცარ ერთობას, საბრძოლო სულისკვეთებასა და მენტალიტეტს ავლენს", - განაცხადა ზამერმა.

"ყვითლებმა" ბუნდესლიგა ისტორიაში საუკეთსოდ დაიწყეს - 6 ტურში 16 ქულა, 19 გატანილი გოლი და მხოლოდ ერთი გაშვებული. ამ ზაფხულს გუნდი ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, პიტერ ბოშმა, ჩაიბარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები