ჰიონესი: "ბაიერნი მხოლოდ ქების ღირსია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰიონესი: "ბაიერნი მხოლოდ ქების ღირსია"


ჰიონესი:

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი, ული ჰიონესი, მიიჩნევს, რომ "რეკორდმაისტერი" საკუთარი სატრანსფერო პოლიტიკის გამო კრიტიკას არ იმსახურებს.

"ჩვენ გვადანაშაულებენ და გვაკრიტიკებენ, რომ სატრანსფერო ბაზარზე არაშესაბამისად ვმოქმედებთ. მათი მოსაზრებით, საბოლოო ჯამში, "ბაიერნი" სპორტულ კრახს განიცდის.

თუმცა, ჩემი აზრით, ამ შეურაცხყოფისა და კრიტიკის ნაცვლად, "ბაიერნს" უნდა აქებდნენ. ჩვენ ხომ წარმატებას მხოლოდ საკუთარი ძალებითა და სტილით ვაღწევთ", - აღნიშნა ჰიონესმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები