ვიალი-იგუაინს: "მიბაძე მარადონას" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვიალი-იგუაინს: "მიბაძე მარადონას"


ვიალი-იგუაინს:

ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ჯანლუკა ვიალიმ, გონსალო იგუაინს რჩევა მისცა.

"იგუაინი? არასოდეს მინახავს მარადონა, რომელიც თანაგუნდელებზე ყოფილიყოს განაწყენებული. ვფიქრობ, რომ გონსალო ზოგჯერ თავის იმედგაცურებას ზედმეტად გამოხატავს.

როგორ უნდა დაიწყოს იგუაინმა გოლების გატანა? მას კარგი ფიზიკური ფორმა და სიმშვიდე სჭირდება", - განაცხადა ვიალიმ.

29 წლის არგენტინელმა მიმდინარე სეზონი სუსტად დაიწყო და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 8 თამაშში მხოლოდ ორი ბურთის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები