ტორესი: "მანამ, სანამ მორატა ჩელსიში გადავიდოდა, პირადად ვესაუბრე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტორესი: "მანამ, სანამ მორატა ჩელსიში გადავიდოდა, პირადად ვესაუბრე"


ტორესი:

მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა განაცხადა, რომ ის ლონდონის "ჩელსის" ესპანელ ახალწვეულს, ალვარო მორატას, ტრანსფერის განხორციელებამდე რამდენიმე ხნით ადრე ესაუბრა.

"მე მორატასთან პირადად ვისაუბრე, სანამ ის "ჩელსიში" გადავიდოდა. მე მას ვუთხარი, თუ რა სირთულეებთან იქნებოდა დაკავშრებული მისი შესაძლო ტრანსფერი და ავუხსენი ის პლუსები, რასაც პრემიერ ლიგაში თამაშისგან მიიღებდა.

მორატას ადაპტაცია არც დასჭირვებია. ის ძალიან კარგად თამაშბს და გოლები გააქვს", - განაცხადა ტორესმა.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსიში" გადასვლის შემდეგ, მორატამ პრემიერ ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 6 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები