ჟარდიმი: "პორტუს კარში სწრაფი გოლი უნდა გაგვეტანა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჟარდიმი: "პორტუს კარში სწრაფი გოლი უნდა გაგვეტანა"


ჟარდიმი:

"მონაკოს" მთავარმა მწვრთნელმა, ლეონარდო ჟარდიმმა "პორტუსთან" განცდილი წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მე ბიჭებს ვუთხარი, რომ უკან არაფერზე დაეხიათ და ბოლომდე ებრძოლათ. მინდოდა, რომ სწრაფი გოლი გაგვეტანა და უპირატესობა ხელში ჩაგვეგდო, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

ჩემპიონთა ლიგა გრძელდება და ჩვენ ქულები გვჭირდება. ჩვენ ეს წაგება უნდა დავიწყოთ და ყოველ შემდეგ შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ", - განაცხადა ლეონარდო ჟარდიმმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "მონაკომ" საკუთარ მოედანზე "პორტუსთან" 0:3 წააგო და თან მეტოქის კარში მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ დაარტყა.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები