ატლეტიკოს პრეზიდენტი: "ჩვენ ისტორიაში საუკეთესო გუნდი გვყავს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ატლეტიკოს პრეზიდენტი: "ჩვენ ისტორიაში საუკეთესო გუნდი გვყავს"


ატლეტიკოს პრეზიდენტი:

მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტი, ენრიკე სერესო მიიჩნევს, რომ მადრიდელებს ახლა ისტორიაში ყველაზე ძლიერი გუნდი ჰყავთ.

"მას შემდეგ, რაც კოსტა და ვიტოლო გავიფორმეთ, "ატლეტიკო" ძალიან გაძლიერდა. ჩვენ ახლა ყველაზე ძლიერი შემადგენლობა გვყავს, "ატლეტიკოს" არსებობის ისტორიაში", - განაცხადა მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის დროით 22:45-ზე მადრიდის "ატლეტიკო" საკუთარ მოედანზე უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები