ბრაიტონის ფორვარდს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბრაიტონის ფორვარდს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს


ბრაიტონის ფორვარდს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი "ბრაიტონის" თავდამსხმელმა, ტომერ ჰემედმა "ნიუკასლთან" გამართული შეხვედრის შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიწერა, რომ დეანდრე იედლინის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო, ჰემედს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. აღსანიშნავია, რომ ეს ეპიზოდი მსაჯებს მხედველობის არედან გამორჩათ, თუმცა დისციპლინარულმა კომიტეტმა ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია მაინც მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ ის მატჩი "ბრაიტონმა" მინიმალური ანგარიშით - 1:0 მოიგო "ნიუკასლის" წინააღმდეგ.

ინგლისის პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ 6 შეხვედრაში ჰემედმა 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები