არსენალი და რეალი პულიშიჩით ინტერესდებიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

არსენალი და რეალი პულიშიჩით ინტერესდებიან


არსენალი და რეალი პულიშიჩით ინტერესდებიან

დორტმუნდის "ბორუსიის" ნახევარმცვლი, კრისტიან პულიშიჩი შესაძლოა კარიერის გასაგრძელებლად ევროპულ სუპერგრანდში გადავიდეს, იტყობინება Daily Star.

19 წლის ნიჭიერი შემტევით ლონდონის "არსენალი" და მადრიდის "რეალი" არიან დაინტერესებულები. მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მოთამაშე გერმანული კლუბის დატოვებას ჯერჯერობით არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს პულიშიჩი "ლივერპულში" გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა გერმანულმა კლუბმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოთამაშე შეენარჩუნებინა.

ამ სეზონში პულიშიჩმა ყველა ტურნირზე 9 მატჩში მოირგო თავისი გუნდის მაისური, რომლებშიც 3 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები