რუსი ფანების სირცხვილი: მანე სპარტაკთან შეხვედრაში რასიზმის მსხვერპლი გახდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რუსი ფანების სირცხვილი: მანე სპარტაკთან შეხვედრაში რასიზმის მსხვერპლი გახდა


რუსი ფანების სირცხვილი: მანე სპარტაკთან შეხვედრაში რასიზმის მსხვერპლი გახდა

"ლივერპულის" სენეგალელი ნახევარმცველი, სადიო მანე გუშინდელ შეხვედრაში, სადაც ინგლისური "ლივერპული" სტუმრად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსკოვის "სპარტაკს" უპისიპირდებოდა, რასიზმის მსხვერპლი გახდა.

მანე მერსისაიდელთა მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. ის მატჩის დაწყებისთანავე მეტოქის კარისკენ არა ერთ იერიშს ახორციელებდა, რაც "სპარტაკის" გულშემატკივრებს აღიზიანებდათ.

Globo იტყობინება, რომ სადიო მანე ბურთის მიღების თანავე რუსი ფანებისგან რასისტულ შეურაცხყოფებს იღებდა, რაც პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რუსი ფანების სირცხვილია.

იმ შემთხვევაში, თუ უეფაში რასისტული შეურაცხყოფისმიყენების გამო საჩივარი შევა, არ არის გამორიცხული, რომ "სპარტაკს" სერიოზული ჯარიმები დაეკისროს და რამდენიმე მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაატაროს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები