ჩემპიონთა ლიგა: პსჟ-მ ბაიერნი გაანადგურა, ჩელსიმ ბოლო წამზე იმარჯვა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩემპიონთა ლიგა: პსჟ-მ ბაიერნი გაანადგურა, ჩელსიმ ბოლო წამზე იმარჯვა [VIDEO]


ჩემპიონთა ლიგა: პსჟ-მ ბაიერნი გაანადგურა, ჩელსიმ ბოლო წამზე იმარჯვა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა.

ტურის ცენტრალური მატჩი პარიზში, "პსჟ"-სა და "ბაიერნს" შორის შედგა. შესუსტებულ "ბაიერნს" პარიზელებმა სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. ამ ჯგუფის პარალელურ შეხვედრაში კი "სელტიკმა" "ანდერლეხტს" ასევე 3:0 სძლია.

საინტერესო და დრამატული გამოდგა "ატლეტიკოსა" და "ჩელსის" მატჩი. მატჩი 1:1 სრულდებოდა, თუმცა ბოლო წამზე ლონდონელებმა ბატშუაის გოლით მოიგეს.  ადრეულ შეხვედრაში, "რომამ" გასვლაზე "ყარაბახს" მოუგო.

კატალონიის "ბარსელონა" სპორტინგს" ესტუმრა. ესპანელებს ადვილი გასეირნება არ ჰქონდათ და მძიმე ბრძოლაში 1:0 მოიგეს. "იუვენტუსმა" კი შინ "ოლიმპიაკოსთან" დაგეგმილი 3 ქულა ჩაიწერა.

"მანჩესტერმა" და "ბაზელმა" "ცსკა" და "ბენფიკა" გაანადგურეს და ჯგუფში 1-2 ადგილებსაც იყოფენ.

ყარაბახი - რომა 1:2
მიმოხილვა იხილეთ ბმულზე

ატლეტიკო - ჩელსი 1:2
მიმოხილვა იხილეთ ბმულზე

სპორტინგი - ბარსელონა 0:1
მიმოხილვა იხილეთ ბმულზე

იუვენტუსი - ოლიმპიაკოსი 2:0
მიმოხილვა იხილეთ ბმულზე

პსჟ - ბაიერნი 3:0
მიმოხილვა იხილეთ ბმულზე

ანდერლეხტი - სელტიკი 0:3
მიმოხილვა იხილეთ ბმულზე

ცსკა - მანჩესტერი 1:4
მიმოხილვა იხილეთ ბმულზე

ბაზელი - ბენფიკა 5:0
მიმოხილვა იხილეთ ბმულზე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები