ვალვერდე: "ბარსელონა შედეგს გუნდური თამაშის ხარჯზე აღწევს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვალვერდე: "ბარსელონა შედეგს გუნდური თამაშის ხარჯზე აღწევს"


ვალვერდე:

"სპორტინგისა" და "ბარსელონას" დაპირისპირების შემდეგ, რომელიც სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა, კომენტარი კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.

"ძალიან რთული მატჩი იყო. სპორტინგი კარგი გუნდია, განსაკუთრებით შინ და ვიცოდით, რომ ადვილი შეხვედრა არ იქნებოდა.

საბოლოოდ, მაინც მოვიგეთ და უკვე 6 ქულა გვაქვს. ბარსელონა ასეთ კარგ ფორმაში იმიტომაა, რომ გუნდურად თამაშობს და ყველა ფეხბურთელი იდეალურად აკეთებს იმას, რა დავალებაც აქვს.

მთავარია, არ მოვეშვათ და ასე გავაგრძელოთ. რაც შეეხება სუარესს, მან წინა ტურშიც გაიტანა და დარწმუნებული ვარ, შემდეგ მატჩებშიც გამოიჩენს თავს", - აცხადებს ვალვერდე.

ლა ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზეც, "ბარსელონას" ჯერჯერობით არცერთი ქულა არ დაუკარგავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები