დიეგო სიმეონე: "ვაღ​იარებ, რომ ჩელსი ჩვენზე უკეთესი იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დიეგო სიმეონე: "ვაღ​იარებ, რომ ჩელსი ჩვენზე უკეთესი იყო"


დიეგო სიმეონე:

მადრიდის "ატლეტიკოსა" და ლონდონის "ჩელსის" დაპირისპირება სტუმართა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ესპანური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ გააკეთა.

"ვაღ​იარებ, რომ ჩელსი ამ შეხვედრაში ჩვენზე უკეთ თამაშობდა. მთელი მატჩი გვჯობდა და შესაბამისად, მოგებაც დაიმსახურეს.

ისინი უკეთესები იყვნენ როგორც ტაქტიკურად, ისე ფიზიკურად. ახლა მთავარია, ყველაფერი კარგად შევისწავლოთ და მომდევნო მატჩისთვის შეცდომები გამოვასწოროთ", - აცხადებს სიმეონე.

სიმეონეს "ატლეტიკოს" ორი ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა აქვს და ჯგუფში მე-3 პოზიციაზეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები