ბუფონი: "ამ მატჩში ყველაზე მეტად შექებას იგუაინი იმსახურებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბუფონი: "ამ მატჩში ყველაზე მეტად შექებას იგუაინი იმსახურებს"


ბუფონი:

"იუვენტუსისა" და "ოლიმპიაკოსის" დაპირისპირების შემდეგ, კომენტარი ტურინელთა მეკარემ ჯიჯი ბუფონმა გააკეთა.

"ყველაზე მეტად, ამ შეხვედრაში შექებას იგუაინი იმსახურებს, რომელიც შეცვლიდან შემოვიდა და გოლი გაიტანა.

ბევრი სირთულის შემდეგ, ეს მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა და ჩვენი თავის პოვნა გაგვიჭირდა", - აცხადებს ბუფონი.

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩი "იუვენტუსსა" და "ოლიმპიაკოსს" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები