ვალვერდემ სუარესთან ინციდენტზე კომენტარი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვალვერდემ სუარესთან ინციდენტზე კომენტარი გააკეთა


ვალვერდემ სუარესთან ინციდენტზე კომენტარი გააკეთა

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ლუის სუარესის ცვლილებაზე კომენტარი გააკეთა.

89-ე წუთზე მწვრთნელმა ურუგვაელი შეცვალა, რასაც ფეხბურთელის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

"შეხვედრას ვიგებდით და ბოლო წუთები იყო, ეს უბრალოდ ცვლილება იყო, მეტი არაფერი.

გოლები? სუარესმა გასულ კვირას გაიტანა და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიღელვებდი, ის რომ საგოლე ეპიზოდებში მონაწილეობას არ იღებდეს.

დღევანდელ შეხვედრაში ის გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ის შემდეგ მატჩებში გაიტანს", - განაცხადა ვალვერდემ.

VIDEO: იხილეთ სუარესისა და ვალვერდეს დაპირისპირება ცვლილების დროს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები