ლამპარდი: "პრემიერ ლიგაში ბევრი კარგი თავდამსხმელი თამაშობს, თუმცა საუკეთესო ერთია"
თარიღი: სექტემბერი 28, 2017, 03:19
ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ფრენკ ლამპარდმა პრემიერ ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა.
"პრემიერ ლიგაში ბევრი კარგი თავდამსხმელი თამაშობს - ლუკაკუ, აგუერო, კეინი. საოცარ ფორმაშია მორატაც.
თუმცა მათგან ჰარი კეინს გამოვარჩევდი, რომელიც ამჟამად თავის პოზიციაზე საუკეთესოა ინგლისის ჩემპიონატში", - აცხადებს ლამპარდი.
მიმდინარე წელს კეინი მართლად იდეალურ ფორმაშია. ინგლისელ ფორვარდს 30 შეხვედრაში 34 გოლი აქვს გატანილი.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE