6 საინტერესო ფაქტი ატლეტიკო-ჩელსის მატჩიდან: პირველი მეტოქე, რომელმაც ახალ სტადიონზე იმარჯვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

6 საინტერესო ფაქტი ატლეტიკო-ჩელსის მატჩიდან: პირველი მეტოქე, რომელმაც ახალ სტადიონზე იმარჯვა


6 საინტერესო ფაქტი ატლეტიკო-ჩელსის მატჩიდან: პირველი მეტოქე, რომელმაც ახალ სტადიონზე იმარჯვა

ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ჩელსი" "ატლეტიკოს" ესტუმრა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

გთავაზობთ შეხვედრის ფაქტებს.

1. "ჩელსი" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც "ატლეტიკო" ახალ სტადიონზე "ვანდა მეტროპოლიტანოზე" დაამარცხა.

2. მადრიდულ გუნდს, შინ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 12-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. ისინი ბოლოს, "ბენფიკამ" 2015 წელს დაამარცხა.

3. ევრო ტურნირებზე, ბოლო 20 მატჩში "ატლეტიკოს" შინ მხოლოდ 3 გუნდისგან ჰქონდა გოლი გაშვებული, "ჩელსი" მათ სიას მიემატა.

4. ალვარო მორატა "ატლეტიკოს" მეშვიდედ შეხვდა და მან პირველად გუშინ მოახერხა ამ გუნდის წინააღმდეგ გოლის გატანა.

5. ედენ აზარმა ბოლო 3 მატჩში 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

6. ბატშუაიმ უკანასკნელ 3 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები