რონალდუ ხელფასის გაზრდას ითხოვს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუ ხელფასის გაზრდას ითხოვს


რონალდუ ხელფასის გაზრდას ითხოვს

"დორტმუნდთან" მატჩის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაუსვეს შეკითხვა, რაზეც პორტუგალიელმა უპასუხა, რომ ეს პერესის საქმეა.

ბოლო პერიოდში ფლორენტინომ საკმაოდ ბევრ მოთამაშეს გაუხანგრძლივა ხელშეკრულება და იწერება, რომ შემდეგი კრიშტიანუ იქნება.

მოქმედი კონტრაქტი, პორტუგალიელს "სამეფო კლუბთან" 2021 წლამდე აკავშირებს, თუმცა ცნობილია, რომ მას მეტი ხელფასი უნდა.

გაცნობებთ, რომ დღესდღეობით ყველაზე მაღალი ხელფასი ნეიმარს აქვს - 36 მილიონი ევრო.

ასევე, მესის ახალ კონტრაქტში გაზრდილი ხელფასი ექნება და კრიშტიანუს ანაზღაურება 20 მილიონ ევრომდე დარჩება.

პორტუგალიელს სურს, რომ მინიმუმ 25 მილიონი ევრო მიიღოს.

ასევე, გაცნობებთ, რომ ეს არის ძირი თანხა, რაც შეეხება ბონუსებს - 2017 წელს რონალდუმ ხელფასით და დანამატებით 58 მილიონი ევრო მიიღო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები