დუეინ უეიდს კლივლენდში ფაჩულიაზე დაბალი ხელფასი ექნება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დუეინ უეიდს კლივლენდში ფაჩულიაზე დაბალი ხელფასი ექნება


დუეინ უეიდს კლივლენდში ფაჩულიაზე დაბალი ხელფასი ექნება

გუშინ, დადასტურდა, რომ დუეინ უეიდი კარიერას "კლივლენდში" გააგრძელებს.

35 წლის კალათბურთელმა ახალ გუნდთან 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

აღსანიშნავია, რომ მისი ანაზღაურება საკმაოდ დაბალია. "კლივლენდი" უეიდს მხოლოდ 2.3 მილიონ დოლარს გადაუხდის.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ამერიკელმა "მაიამისგან" 16 მილიონი დოლარი მიიღო. ამდენივე მიიღო 2015 წელსაც.

2016 წელს ის "ჩიკაგოში" აღმოჩნდა და გასულ სეზონში მისი ანაზღაურება 23 მილიონი დოლარი იყო.

"კლივლენდში" მისი ხელფასი, წინა წლის ხელფასზე დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები იქნება.

გაცნობებთ, რომ ქართველი კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას ხელფასი 3.4 მილიონი დოლარია.

ხშირად ისმოდა ხმები, რომ "გოლდენ სტეიტი" მას საკმაოდ ცოტას უხდიდა, თუმცა უეიდს ზაზაზე ნაკლები აღმოაჩნდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები