მოურინიო: "ლუკაკუს ყველა მნიშვნელოვან მატჩში გააქვს, თუმცა მას გარშემო მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოურინიო: "ლუკაკუს ყველა მნიშვნელოვან მატჩში გააქვს, თუმცა მას გარშემო მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს"


მოურინიო:

გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ჟოზე მოურინიომ რომელუ ლუკაკუზე ისაუბრა.

ჩემპიონთა ლიგის მატჩში "მანჩესტერი" "ცსკა"-ს შეხვდა და მეტოქე 4:1 დაამარცხა. ბელგიელმა ფეხბურთელმა დუბლი გაიფორმა. მას ბოლო 9 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.

"ლუკაკუს დიდებული გოლების სერია აქვს, თუმცა ვიცით, რომ კარგი ფეხბურთელი, რომელსაც ბევრი გოლი გააქვს, ყოველთვის მაღალი დონის თანაგუნდელებით არის გარშემორტყმული.

თუმცა უნდა დავადასტურო, რომ ლუკაკუს თითქმის ყველა მნიშვნელოვან მატჩში გააქვს გოლი.

მთავარი არის 2 შეხვედრა, 6 ქულა და კარგი პოზიცია ცხრილში. წინ კიდევ 4 მატჩია, თუმცა ცხადია, რომ ჯგუფური ეტაპი კარგად დავიწყეთ", - განაცხადა მოურინიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები