რუმინეგე: "ეს ბაიერნი არ იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რუმინეგე: "ეს ბაიერნი არ იყო"


რუმინეგე:

"ბაიერნის" დირექტორმა კარლ-ჰეინც რუმინეგემ "პარი სენ ჟერმენთან" შეხვედრა შეაფასა.

"რეკორდმაისტერი" პარიზულ გუნდს ესტუმრა და 3:0 დამარცხდა.

"ეს იყო მარცხი, რაზეც უნდა ვილაპარაკოთ და კარგად განვაანალიზოთ.

ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ გუშინ ჩვენ რაც ვნახეთ, ეს "ბაიერნი" არ იყო.

ახლა მთავარია, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შემოვატრიალოთ და საკუთარი თავი ისე წარვადგინოთ, როგორც ამ გუნდს შეეფერება.

"ბაიერნი" ისე უნდა წარმოჩნდეს, როგორც საკმაოდ ძლიერი გუნდი, როგორც ეს გასულ წელს იყო, გერმანიასა და ევროპაშიც", - განაცხადა რუმინეგემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები