ნასერ ალ ხელაიფი: "ნეიმარი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნასერ ალ ხელაიფი: "ნეიმარი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია"


ნასერ ალ ხელაიფი:

"პარი სენ ჟერმენის" დირექტორმა ნასერ ალ ხელაიფმა განაცხადა, რომ ნეიმარი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.

გუშინ, პარიზულმა გუნდმა "ბაიერნი" მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა. გოლები ნეიმარმა, დანი ალვეშმა და კავანიმ გაიტანეს.

"ნეიმარი? ყველა კარგად იცნობს ბრაზილიელს. ის დიდებული მოთამაშე და მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა გუშინ სხვებმაც კარგად ითამაშეს.

მოხარული ვარ გამარჯვებით, საქმე კარგად გაკეთდა. დიდებულ გუნდს ვუპირისპირდებოდით და "პარი სენ ჟერმენმა" შესანიშნავი თამაში აჩვენა.

ახლა ჩვენი მიზანია, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ.

მესიჯი ევროპულ გუნდებს? "პარი სენ ჟერმენს" მესიჯის გაგზავნა არ სჭირდება. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობთ", - განაცხადა ნასერ ალ ხელაიფმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები