არსენალს დღევანდელ მატჩში ძირითადი შემადგენლობის 10 მოთამაშე დააკლდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

არსენალს დღევანდელ მატჩში ძირითადი შემადგენლობის 10 მოთამაშე დააკლდება


არსენალს დღევანდელ მატჩში ძირითადი შემადგენლობის 10 მოთამაშე დააკლდება

ლონდონის "არსენალს" დღეს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში ძირითადი შემადგენლობის მთელი რიგი მოთამაშეები დააკლდება.

არსენ ვენგერმა, როგორც ჩანს, გუნდის დასვენება გადაწყვიტა და განაცხადში ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები არ მოახვედრა.

ამგვარად, იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც "ბატეს" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში "არსენალს" ვერ დაეხამრებიან, შემდეგნაირია: პეტრ ჩეხი, საედ კოლაშინაცი, ექტორ ბელერინი, ნაჩო მონრეალი, ლორან კოშელნი, აარონ რემზი, მესუტ იოზილი, ალექს აივობი, ალექსის სანჩესი და ალექსანდრ ლაკაზეტი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები