ულრაიხი: "პსჟ-ს მსოფლიო დონის შეტევა ჰყავს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ულრაიხი: "პსჟ-ს მსოფლიო დონის შეტევა ჰყავს"


ულრაიხი:

"ბაიერნის" მეკარემ, სვენ ულრაიხმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "პსჟ"-სთან (0:3) გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მიუნხენელებმა თავად გაუადვილეს ცხოვრება პარიზელებს.

გოლკიპერის აზრით, გერმანელებმა ძალიან სწრაფად გაუშვეს პირველი გოლი.

"მეტოქეს ცხოვრება თავად გავუადვილეთ", - ციტირებს უეფას ოფიციალური საიტი ულრაიხის სიტყვებს.

"ძალიან სწრაფად გავუშვით პირველი გოლი, ეს კი სარგებელს ნამდვილად არ მოგვიტანდა. პარიზელებს მსოფლიო დონის შეტევა ჰყავთ, ჩვენ კი ბევრი მომენტი გავაფუჭეთ".

შეგახსენებთ, სვენ ულრაიხი ტრავმირებული მანუელ ნოიერის შემცვლელია, რომელიც თამაშს წლის ბოლომდე ვერ შეძლებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები