მორატა: "ატლეტიკოს ახალ სტადიონზე პირველი გოლის გატანა სასიამოვნოა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მორატა: "ატლეტიკოს ახალ სტადიონზე პირველი გოლის გატანა სასიამოვნოა"


მორატა:

"ჩელსის" თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოსთან" (2:1) მოგებული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მადრიდელებთან აღებული სამი ქულა ძალიან მნიშვნელოვანია.

ესპანელის აზრით, ახლა ინგლისის ჩემპიონატზე შეიძლება ფიქრი.

"ჩვენთვის ძალიან საჭირო გამარჯვებაა, განცდა სერიოზული იყო", - ციტირებს მორატას სიტყვებს BT Sport.

"ატლეტიკომ" ჩემპიონთა ლიგის ფინალში რამდენიმე წლის წინ ითამაშა. თუმცა დავამარცხეთ და ახლა შეგვიძლია სახლში მშვიდად დავბრუნდეთ, მხოლოდ ინგლისის ჩემპიონატზე ვიფიქროთ".

"ძალიან სასიამოვნოა მადრიდელთა ახალ სტადიონზე პირველი გოლის გატანა, ბედნიერი ვარ. "ჩელსიში" კარიერის დაწყება მიხარია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა", - დასძინა ალვარომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები