გრიზმანი: "ჩელსი ატლეტიკოზე უკეთესი იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გრიზმანი: "ჩელსი ატლეტიკოზე უკეთესი იყო"


გრიზმანი:

"ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში "ჩელსისთან" (1:2) მარცხის შემდეგ აღნიშნა, რომ მეტოქე უკეთესი იყო.

ფრანგის აზრით, ახლა ესპანელებმა თითოეულ დარჩენილ მატჩში უნდა იმარჯვონ.

"რთული მატჩი იყო", - ციტირებს გრიზმანის სიტყვებს Marca.

"წინ ბევრი შეხვედრაა და ყველა უნდა მოვიგოთ. თუ გოლს არ ჩავთვლით, საუკეთესო მატჩი არ ჩამიტარებია. პირველ ტაიმში გვაჯობეს. მეორე ტაიმშიც ჩვენზე უკეთესები იყვნენ".

"დიახ, "ჩელსი" "ატლეტიკოზე" უკეთესი იყო", - დასძინა ანტუანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები