სუარესმა ვალვერდეზე მოულოდნელი განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სუარესმა ვალვერდეზე მოულოდნელი განცხადება გააკეთა


სუარესმა ვალვერდეზე მოულოდნელი განცხადება გააკეთა

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა ლისაბონის "სპორტინგთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

გუშინდელ მატჩში 89-ე წუთზე მწვრთნელმა ურუგვაელი შეცვალა, რასაც ფეხბურთელის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

სამხრეთამერიკელმა შემტევმა თქვა, რომ ახალ თავკაცთან ერთად ყველა ტურნირის მოგებისთვის ბრძოლა რთული იქნება.

შეგახსენებთ, 53 წლის ესპანელმა, ერნესტო ვალვერდემ კატალონიელები გასულ ზაფხულს ჩაიბარა.

"ბარსელონამ" ყველა ტურნირის მოგებისთვის უნდა იბრძოლოს", - ციტირებს Marca სუარესის სიტყვებს.

"მიუხედავად ამისა, ახალ მწვრთნელთან ერთად ეს რთული იქნება, თუმცა იგი შესანიშნავი მწვრთნელია. ადაპტაციაა საჭირო. მწვრთნელმა იცის, თუ რა უნდა გააკეთოს", - დასძინა ლუისმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები