გორეცკასთვის ბრძოლაში ბაიერნს ინტერი შეეცილება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გორეცკასთვის ბრძოლაში ბაიერნს ინტერი შეეცილება


გორეცკასთვის ბრძოლაში ბაიერნს ინტერი შეეცილება

"ინტერი" "შალკეს" ნახევარმცველ ლეონ გორეცკას შეძენითაა დაინტერესებული, იტყობინება Football Italia.

22 წლის ფეხბურთელს გელზერკირხენელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება.

აქამდე არსებული ინფორმაციით, გორეცკა 2018 წელს "ბაიერნში" გადასვლას უკვე დათანხმდა.

თუმცა, ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას "ინტერი" მაინც ეცდება. აღინიშნება, რომ შესაძლოა "ნერაძურის" შანსები გაიზარდოს, თუ კარლო ანჩელოტი "ბაიერნიდან" წავა.

გასულ სეზონში გორეცკამ საკლუბო დონეზე 41 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში. ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში მის ანგარიშზე ექვს მატჩში გატანილი ერთი ბურთია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები