ანჩელოტიმ ბაიერნი შესაძლოა დღესვე დატოვოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანჩელოტიმ ბაიერნი შესაძლოა დღესვე დატოვოს


ანჩელოტიმ ბაიერნი შესაძლოა დღესვე დატოვოს

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, საკუთარი პოსტი შესაძლოა დღეს დატოვოს.

გუშინ საღამოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, "რეკორდმაისტერმა" სტუმრად "პარი სენ ჟერმენთან" 0:3 წააგო და "ბაიერნის" ხელმძღვანელობა ძალიან განაწყენებული დარჩა.

გერმანულმა გრანდმა მიმდინარე სეზონი სუსტად დაიწყო და პარიზში სამარცხვინო წაგება შესაძლოა ანჩელოტისთვის საბედისწერო გამოდგეს. "Bild-ს" ინფორმაციით პაპა კარლო კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისთვის ემზადება.

თუ 58 წლის იტალიელი სპეციალისტი პოსტს მართლაც დატოვებს, მაშინ "ბაიერნის" დროებითი თავკაცი 40 წლის ფრანგი, ვილი სანიოლი, იქნება, რომელიც აქამდე კარლოს ასისტენტი გახლდათ.

რაც შეეხება "რეკორდმაისტერის" მომავალ დამრიგებელს, გერმანელი ჟურნალისტები თომას ტუხელის კანდიდატურას განიხილავენ, რომელიც კარლ-ჰაინც რუმენიგეს რჩეულია.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი კარლო ანჩელოტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები