ტ.სილვა: "პსჟ-მ ფანტასტიკური ბაიერნი დაამარცხა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტ.სილვა: "პსჟ-მ ფანტასტიკური ბაიერნი დაამარცხა"


ტ.სილვა:
"პარი სენ ჟერმენის" კაპიტანმა და ცენტრალურმა მცველმა, ტიაგო სილვამ, მიუნხენის "ბაიერნთან" გუშინდელი გამარჯვება შეაფასა.

"ფანტასტიკური "ბაიერნის" წინააღმდეგ კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა, ვინაიდან ანჩელოტის ვიცნობთ. საბოლოო ჯამში, "პსჟ-მ" გამარჯვება დაიმსახურა, მაგრამ ჯგუფში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

ამ მატჩისათვის ისე ვემზადებოდით, როგორც ჩვეულებრივ სხვა თამაშებისთვის. "პსჟ" კარგად თამაშობდა და ასეთ დრო შანსები იზრდება.

ჩვენ ყოველწლიურად ვპროგრესირებთ. ახლა კი სხვა გუნდები უფრო მეტად დაგვაფასებენ, მაგრამ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ", - აღნიშნა ბრაზილიელმა.

პარიზულმა კლუბმა გერმანული გრანდი საკუთარ მოედანზე 3:0 გაანადგურა.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ ტიაგო სილვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები