ბუფონი ისტორიაში შევიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბუფონი ისტორიაში შევიდა


ბუფონი ისტორიაში შევიდა

მოგეხსენებათ, "იუვენტუსის" მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში "ოლიმპიაკოსთან" (2:0) მატჩში ითამაშა.

ასე და ამგვარად, "ბებერი ქალბატონის" კაპიტანმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 110-ე მატჩი ჩაატარა და იტალიელთა შორის ამ ტურნირზე ჩატარებული მატჩების ოდენობით ლიდერი გახდა.

39 წლის მეკარემ პაოლო მალდინის გაასწრო, რომლის ანგარიშზეც 109 მატჩია.

ცნობისთვის, ჩატარებული მატჩების მიხედვით, მესამე პოზიციას ანდრეა პირლო იკავებს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე 108 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები