ოფიციალურად: რეალმა ვარანს გაუხანგრძლივა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოფიციალურად: რეალმა ვარანს გაუხანგრძლივა


ოფიციალურად: რეალმა ვარანს გაუხანგრძლივა

"რეალმა" ოფიციალურ საიტზე მცველ რაფაელ ვარანთან ახალი კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა.

24 წლის ფრანგის ახალი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს. წინა კონტრაქტი მას 2019/20 წლების სეზონის ბოლოს ეწურებოდა.

ცნობისთვის, ვარანი "სამეფო კლუბში" 2011 წლიდან ასპარეზობს.

მიმდინარე სეზონში რაფაელმა ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 7 მატჩი ჩაატარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები